დღეს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი დაიკეტება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა.
"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.