გუდაურის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტი 30 წლის იუბილეს ზეიმობს და ახალ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება.
საზეიმო გახსნაზე პრემიერმინისტრი იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ ზამთრის ტურიზმის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა.
„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.