17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ

გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - ბოლო დღეების განმავლობაში კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა.

მედიკოსები ურჩევენ მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.

„როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან  ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა. ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები