21 მარტი 2025,   15:54
ვრცლად
დონალდ ტრამპის ბრძოლა "დიფ სთეითთან" - "ქართული ოცნება" გლობალური ძალების შესუსტების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს, ოპოზიცია კი საკითხს გამოგონილს უწოდებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამერიკის 47-ე პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე, ბევრი გადასაწყვეტი საკითხი და პრობლემა დევს. საით გადაწონის დონალდ ტრამპი პოლიტიკურ სასწორს, ეს მისსავე ნაბიჯებზეა დამოკიდებული, თუმცა 2-თვიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ტრამპმა 4-წლიანი მიზნების მთავარი კონტურები უკვე მოხაზა. ერთ-ერთ ამოცანად "დიფ სთეითთან" ბრძოლა დასახელდა, პრობლემა, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ კონტინენტს მიღმა ყველას შეეხო. დიდი გავლენები პატარა ქვეყანაშიც ამოიკითხეს, თან ბევრი წლის წინ და თან, არაერთხელ. გზავნილებმა ამერიკიდან, საქართველოში პოზიტიური მოლოდინები გააჩინა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "დიფ სთეითის" დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო მიდგომები შეიცვლება.

      იმის მიუხედავად, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მიზნები გაცხადებულია, "ქართული ოცნება" გლობალური ძალების შესუსტების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს. მეტიც, ამბობენ, რომ ის ახლა რებრენდინგს განიცდის და ბრიუსელის ბიუროკრატებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებზე ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. არგუმენტად ის გადაწყვეტილებები მოჰყავთ, რომელიც ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, ბოლო პერიოდში სანქციებითა თუ სხვადასხვა მოწოდებებით გამოიხატა. უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და კონკრეტული ძალებით ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა - "ქართული ოცნება" გლობალური ძალების მთავარ ინტერესებზე საუბრობს.

      იმას, რასაც "ქართული ოცნება" გარე ძალების ჩარევად აფასებს, განსხვავებულად ხედავს ოპოზიცია. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ვოიაჟი ბალტიისპირეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან სანქციებს დროში დაემთხვა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კონკრეტული ქვეყნები, საქართველოს მიმართ დამოუკიდებლად მოქმედებენ და არა ვინმეს ინტერესის გამო.

      ოპონენტები სახელისუფლებო პარტიას შეთქმულების თეორიაში ადანაშაულებენ. იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპმა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ღია ბრძოლა გამოაცხადა, საკითხს გამოგონილს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში."

      ოპოზიციის პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს. ოპონენტებს სწორედ გარე ძალების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებენ. არ გამორიცხავენ ხელისუფლებაზე თავდასხმის შემთხვევების გააქტიურებასაც, რადგან "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესი ისევ არსებობს.

      სახელისუფლებო პარტია ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაფუჭებაში სწორედ "დიფ სთეითს" ადანაშაულებს. ურთიერთობის აღდგენა და სუფთა ფურცლიდან დაწყების მზაობა "ქართულმა ოცნებამ" ბევრჯერ გამოთქვა, ახლა გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ხელშია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თუკი ტრამპი ჩრდილოვან მმართველობას დაამარცხებს, პარტნიორული ურთიერთობაც აღდგება.

      "დიფ სთეითთან" ბრძოლა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ კი ჩრდილოვან გავლენებზე დისკუსია აქტიურად დაიწყო და გრძელდება.

       

      დღის ამბები
      მეტი