21 აპრილი 2025,   02:20
ვრცლად
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია - "ბორჯღალოსნებმა" ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვეს

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" ეს ტიტული ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მე-17- მოიპოვეს. ფინალში, რომელიც, მიხეილ მესხის არენაზე გაიმართა, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა - ესპანეთი ანგარიშით 46-ით 28 დაამარცხა. დაძაბული იყო შეხვედრის პირველი ნახევარიც, რომელიც, ასევე, ქართველი "ბორჯღალოსნების" უპირატესობით 17:16 დასრულდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს, ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ აქვს ნათამაშები, მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში და მათ შორის დღევანდელი შეხვედრაც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.

დღის ამბები