თელავის ცენტრში ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც ელოდებოდნენ თბილისიდან წამოსულ კოლონას, გზა გადაუკეტეს სამთავრობო მანქანებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ერეკლეს სასახლის მიმართულებით.
ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამართალდამცავებთან.
თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.