
This is a modal window.
აქციის მონაწილე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამართალდამცავებთან დაპირისპირების შემდეგ დამძიმდა, საავადმყოფოში გადაჰყავთ. ის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხელით გაიყვანეს გარკვეული მანძილი, რათა მანქანამდე მიეყვანათ.
აქციის მონაწილები ნახევარი საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მიყვანას ითხოვდნენ, თუმცა, ამ დრომდე ვერ ახერხებდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი მისვლას.
აქციის მონაწილეები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. ოპოზიციის წევრები ასევე ითხოვდნენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლის მიზნით, სამართალდამცავებმა გზა გაეთავისუფლებინათ ან თავად გადაეყვანათ.
გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.
თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.