თელავში, იმ ადგილას სადაც თბილისიდან დაძრული კოლონა უნდა მისულიყო, იკრიბებიან ოპოზიციის მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნაწილი. დავით დარჩიაშვილის განცხადებით, პროტესტი გამოიწვია იმ უპრეცედენტო გაყალბებამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნებზე.
მისივე თქმით, მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ გააპროტესტონ სალომე ზურაბიშვილის უკანონო გაპრეზიდენტება.
„აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა და სამარცხვინოა, რომ ევროპაში გაზრდილი ქალი აი ესეთი ფორმით ცდილობს საქართველოში პრეზიდენტად თავის დამკვიდრებას. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან დამთავრდება ძალიან ცუდადა მისთვის. უბრალოდ იმედია, რომ პროცესები წარიმართება მეტ ნაკლებად ცივილიზებული ფორმით,“-განაცხადა დავთ დარჩიაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება უზღუდავს მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატოს პროტესტი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სიტუაცია თელავის ცენტრში უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო მანქანებს ერეკლეს სასახლის მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.