17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ინაუგურაცია და კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც დღეიდან ძალაში შედის - თავდაცვის მინისტრი დღევანდელ დღეს ისტორიულად აფასებს

ერეკლეს სასახლეში მიწვეული სტუმრები იკრიბებიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან მთავრობის წევრები და სტუმრების ნაწილი. მივიდა თავდაცვის მინისტრიც.

ლევან იზორიას შეფასებით, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის და გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი დადებს ფიცს, დღეიდან შევა ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა. რომელიც არის ევროპული ტრადიციების და ღირებულების თვალსაჩინო გამოხატულება. განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში დამკვიდრებული კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის რეგიონში ერთ- ერთი ნიმუში და ახლა თითოეული ჩვენთგანის პასუხისმგებლობაა ამ კონსტიტუციის ცხოვრებაში განხორციელება,"-განაცხადა ლევან იზორიამ. 

დღის ამბები