ბატონის სასახლეში მიწვეული სტუმრები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ მინისტრთა კაბინეტი წევრები. ასევე ერეკლეს სასახლეში ელოდებიან ილია მეორესაც. კათოლიკოს -პატრიარქი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება.
ადგილზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ყველა სტუმარს ბატონის სასახლის შესასვლელთან საგანგებოდ ამოწმებენ.
პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ფიცს მასშტაბური აქციების ფონზე დადებს.
პარალელურად დაძაბულია ვითარება გურჯაანში. ოპოზიციის კოლონა გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. გზა პოლიციას აქვს ჩახერგილი. ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. არიან დაშავებულებიც.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სხვადასხვა ქალაქებში არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თელავშიც. ვითარება აქაც უკიდურესად დაძაბულია.