გურჯაანში ოპოზიციის რამდენიმე წევრი დაშავდა. მოქალაქეების ინფორმაციით, რომელებმაც ის "კურიერს“ მიაწოდეს, ოპოზიციის წევრები გაზის ინტოქსიკაციის შედეგად დაშავდნენ.
ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც დაშავდა, ზურაბ მელიქიშვილი იყო. მისი ინფორმაციით, იმ მანქანებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, გაზი შეუშვეს. მისი თქმით, მცდელობა იყო, რომ მომხდარიყო ავტომობილში მყოფი ადამიანების გაზით ინტოქსიკაცია.
"მათ გზებზე, ბევრ ადგილზე გაგვიკეთეს ბარიერები, მათ შორის ცოცხალი ძალის პოლიციელების, მათ შორს ავტობუსებით, მანქანებით. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც წინა მანქანებში ვიჯექით, ბუნებრივია, პირველი დარტყმა ჩვენს მანქანებზე მოდიოდა. მათ შორის, როდესაც ჩვენ ვარღვევთ მათ მიერ გაკეთებულ ხელოვნურ ბლოკ-პოსტებს, უკვე ცდილობდნენ, როგორც მანქანებიდან ხალხის გადმოყვანას ფიზიკური ძალით, ასევე გამოიყენეს რამდენიმე მანქანაში გაზის შემოშხურება. ბუნებრივია, იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. მე ვერ გეტყვით, რა გაზი შემოუშვეს, ჯანმრთელობის რა დაზიანება მივიღეთ, თუმცა ვინც ვიყავით მანქანებში, გვაქვს პირის სიმშრალე და, ალბათ, აქედან რომ წავალთ, მივაკითხვათ სამედიცინო პუნქტს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.