17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ოპოზიციის მხარდამჭერებმა პოლიციის კიდევ ერთი კორდონი გაარღვიეს - კოლონა ნელი სვლით მიიწევს წინ

გურჯაანში მყოფმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის კიდევ ერთი კორდონის გარღვევა სცადეს. ვითარება ადგილზე კვლავ დაძაბულია. პოლიცია აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლის შესაძლებლობას კვლავ არ აძლებს.

ოპოზიციის წევრები 2 საათზე მეტია ცდილობენ გზის გაგრძელებას. ადგილზე ვითარება რამდენჯერმა უკიდურესად დაიძაბა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და შს მინისტრის მოადგილე.

ამ წუთებში ოპოზიციის კოლონა ნელი სვლით მიიწევს წინ. ოპოზიცის ავტოკოლონის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი აქციის მონაწილეებმა გააკეთეს.

აქციის მონაწილეები შეეცდებიან თელავში ჩავიდნენ და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ადგილზე გააპროტესტონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები