18 მარტი 2025,   09:26
ვრცლად
ძალიან მარტივი პროვოკაცია - ირაკლი კობახიძე გურჯაანში განვითარებულ მოვლენებზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „ის იქნება საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თელავში ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გააკეთა.

      ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

      „დღეს ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც გამყარდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ამ კონსტიტუციის პირობებში შეუძლებელი იქნება საქართველოში პროცესების ისე განვითარება, როგორც განვითარდა 90-იან წლებში და მოგვიანებით, ანუ შეუძლებელი იქნება საქართველოში ავტოკრატიის დაბრუნება,“ - ამბობს კობახიძე.

      ირაკლი კობახიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას და ასევე გურჯაანი-ველისციხის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს პროვოკაციად აფასებს. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციას ელოდა.

      „ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა, შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს,“ - განაცხადა კობახიძემ.

      პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც სამართალდამცვლებს გზის გახსნისკენ მოუწოდა. კობახიძე ვარაუდობს, რომ ნინო ლომჯარია საქმის კურსში არ იყო, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს თელავში მისვლის ალტერნატიული გზა შეთავაზა.

      პრეზიდენტის ინაუგურაცია რამდენიმე წუთში დაიწყება. 45-წუთიან ცერემონიას მმართველი გუნდის წევრები, სამხედროები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

      საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დღის 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველაშვილი შემოვა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი.

      საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს. სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

      საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ. 

      დღის ამბები
      მეტი