17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ოპოზიციამ გურჯაანში პოლიციის ბლოკადის მცირე ნაწილის გარღვევა შეძლო

გურჯაანის ცენტრში, სადაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან აქციის მონაწილეებმა გზა ნაწილობრივ გახსნეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ ტოვებენ და თელავის მიმართულებით გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის არაერთი ბარიკადი, თუმცა ყველა ასეთ მცდელობას პოლიციასთან  შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თელავის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას უზღუდავენ. ვითარება კვლავ დაძაბულია.  

აქციის მონაწილეები ცდილობენ რომ გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ პოლიციის კუთვნილი მანქანა იმისთვის, რომ ოპოზიციის ავტოკოლონისთვის გზა გაათავისუფლონ. 

დღის ამბები