მორიგი ბარიკადები გურჯაანში - საპატრულო პოლიციის მანქანების და ავტობუსის გარდა ადგილზე სახანძრო მანქანა გამოჩნდა. გარდა ამისა, გზის სავალ ნაწილზე ჩაყენებულია სატვირთო მანქანები, რომლებსაც რუსული ნომრები აქვს.
„ეს არის მეცხრე წინაღობა, რომელიც გადმოვლახეთ. კამაზებით ჩახერგილი, კამაზების ხელისუფლებაა. ეს კამაზი არის რუსული ნომრებით,“- განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციამ თავადაც არ იცის, რატომ ხერგავს გზას.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე მოახერხეს საპატრულო მანქანების გადაწევა გზის სავალი ნაწილიდან, თუმცა ამჯერად ადგილზე საკმაოდ დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებია ჩაყენებული.