17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
თელავის თეატრში ოფიციალური მიღება დაიწყო - ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა

თელავის თეატრში ოფიციალური მიღება დაიწყო. მიწვეული სტუმრები, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ, ამ წუთებში უკვე თელავის თეატრში იმყოფებიან.

სალომე ზურაბიშვილს მიღების დაწყებამდე სტუმრების ნაწილი თეატრის შესასვლელთან ელოდებოდნენ. პრეზიდენტი თელავის თეატრში ისე შევიდა, რომ მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 

მიწვეულ სტუმრებს შორის არის ომარ ნიშნიაძე, რომელიც ამბობდა, რომ ინაუგურაციაზე მისვლას არ აპირებდა, რადგან მას მოსაწვევი არ გაუგზავნეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები