17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ოცნების" PR კამპანიის ხელმძღვანელი პრეზიდენტის მიღებაზე - მოშე გლუქჰარტის შეფასებით, მან თავისი მისია დაასრულა

„ქართული ოცნების“ პიარკამპანიის ხელმძღვანელი მოშე გლუქჰარტი ამ წუთებში თელავის თეატრში გამართულ მიღებას ესწრება.

როგორც მოშე გლუქჰარტმა განაცხადა, მან დაასრულა საკუთარი მისია. მისივე თქმით, მას მოეწონა სიტყვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის დროს წარმოთქვა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მოშე გლუქჰარტის სახელს უკავშირდება ის რადიკალური წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები