17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
„ეს იყო აშკარად დესტრუქციული საქციელი" - ეკა ბესელია ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს

ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს ეკა ბესელია ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებას, მათ შორის პარლამენტის წევრი მხრიდან. ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს იმისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციას. 

„ეს იყო აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი პარლამენტის წევრიs მხრიდან, მელიას ვგულისხმობ, რომელიც მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს და ეს იყო მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი. მე მინდა, მადლობა ვუთხრა  კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და პროვოკაციას არ აჰყვნენ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, რომ გადაადგილებულიყვნენ.

მისივე თქმით, არის რიგი შემთხვევები, როდესაც არის გარკვეული შეზღუდვები და მას ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.

„ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობდეს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი, კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ესეთი შეზღუდვები ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

დღის ამბები