17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
გიორგი ბარამიძის ექსპერიმენტი და შს მინისტრის მოადგილის პირობა თელავში ნახევარ საათში ჩაყვანასთან დაკავშირებით

გიორგი ბარამიძის ექსპერიმენტი კახეთში - შს მინისტრის მოადგილის შეთავაზებას, რომ თელავში ყვარლის გავლით ნახევარ საათში ჩაიყვანდა, ენმ-ს წევრი დათანხმდა.

კახა საბანაძე ოპოზიციის ლიდერებს სამის ნახევარზე შეხვდა. ის ცდილობდა, მათთვის დაემტკიცებინა, რომ ათასობით მომიტინგის გადაყვანას გურჯაანიდან თელავში, ყვარლის გავლით ნახევარ საათში შეძლებდა და ამისთვის სპეციალური შატლებიც იყო გამოყოფილი.

მინისტრის მოადგილე ოპოზიციის წევრებს არწმუნებდა, რომ ისინი ინაუგურაციის დაწყებისას დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდებოდნენ, არსებული საგზაო კოლაფსის გათვალისწინებითაც კი.

საბანაძის დაპირების აბსურდულობის დასამტკიცებლად გიორგი ბარამიძემ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან საკუთარი მანქანით გაიარა ყვარლის გავლით თელავამდე მიმავალი გზა, მის მანქანას წინ სამინისტროს მიერ გამოყოფილი საპატრულო ეკიპაჟი უძღოდა, რომელიც ბარამიძის მანქანას შემხვედრი დაბრკოლებისას გზას უთავისუფლებდა.

გიორგი ბარამიძემ მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ გზად არც დაპირებული შატლები დახვდათ და თელავის აეროპორტთან ჩაკეტილი გზის გამოც რეალურად გზას ყვარლის გავლით, არა მინისტრის მოადგილის მიერ დაპირებული ნახევარი საათი, არამედ ორ საათნახევარზე მეტი დასჭირდა.
 

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები