სატვირთო ავტომობილი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისას გამოყენებული სამხედრო ტექნიკა, ქვემეხი გადაჰქონდა ავარიაში მოყვა. შემთხვევა საგარეჯოს რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მიკროავტობუსი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, 250 ლარით დაჯარიმდა. ინციდენტის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მიკროავტობუსი, თუმცა არავინ დაშავებულა.