17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა - ომბუდსმენის პასუხი შს მინისტრს 

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი გახარიამ მოუწოდა ნინო ლომჯარიას ყურადღება მიაქციოს, როგორ იქცევიან აქციის მონაწილეები. განცხადება შს მინისტრმა გუშინ გააკეთა. 

ომბუდსმენი თვლის, რომ ოპოზიციისთვის თელავში შესასვლელად ალტერნატიული გზის, თუნდაც წინა დღეს შეთავაზების შემთხვევაში პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა.

"ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა," - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიამ გუშინ მოუწოდა ნინო ლომჯარიას ყურადღება მიაქციოს როგორ იქცევიან აქციის მონაწილეები. გახარიას განცხადებით, ზოგჯერ პოლიციელის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა.

დღის ამბები