დაპირისპირება ველისციხეში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.
„გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება,“-აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, სამართალდამცველებმა თელავისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.