ველისციხესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულ შოთა დალაქიშვილს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უახლოეს საათებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. მედიკოსების განცხადებით, მას თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა და ყბის ძვალი აქვს გატეხილი.
ოპერაციის ჩასატარებლად თბილისიდან შესაბამისი პროფილის ექიმებს ამ წუთებში ელოდებიან.
დალაქიშვილს ფიზიკური დაზიანებები ხელკეტებით იმ დროს მიაყენეს, როცა ის სხვა ადამიანის დახმარებას ცდილობდა.
საავადმყოფო დილით დატოვა ესმა მაისურაძემ, რომელიც ჭყლეტაში მოჰყვა და მუცლის არე დაუზიანდა.
კლინიკაში მოთავსებული იყვნენ პოლიციელებიც, მათგან ადგილზე მხოლოდ ერთი სამართალდამცველი რჩება.