17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ლიკვიდაციის რეჟიმში ვართ... ვასრულებთ არსებობას - პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანამშრომლების ნაწილი ტოვებს

ამ დრომდე გაურკვეველია სად და რა პირობებში დაიწყებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქმიანობას. როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი კვლავაც მოუმზადებელია.

ასევე გაურკვეველია, რა რეჟიმში გააგრძელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები მუშაობას. მათ სალომე ზურაბიშვილი სახელით ჯერ არავინ შეხვედრია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა კითხვაზე - რა რეჟიმში გრძელდება მუშაობა, ამბობს რომ ლიკვიდაციის რეჟიმში არიან.

„ლიკვიდაციის რეჟიმში ვართ. ანუ ვამთავრებთ არსებობას. 16-ში გაუქმდა უშიშროების საბჭო?- გაუქმდა. უშიშროების საბჭო არ არსებობს, არსებობს უშიშროების საბჭოს აპარატი არსებობს, ქონება აპარატურა ამის ყველაფრის გადაცემა მიმდინარეობს,“-ამბობს ივლიანე ხაინდრავა.

ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ 60 შტატი დარჩა და ისინი ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადდება.

როგორც "რუსთავი2"-ს  სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში განუცხადეს,  ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის და არ იციან როდის ჩაინიშნება .

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები