17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა - ნაზი ჯანეზაშვილი რეგლამენტში ცვლილებების შეტანას ითხოვს  ​​

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა ამიერიდან პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა გახდა.

იმისთვის, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს, არამოსამართლე წევრი ინიციატივით გამოდის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები შევიდეს. დღევანდელ სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილი აპირებს ახალი ინიციატივის წარდგენას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალეს გახდის  და მასში საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.

„ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურას, მან უნდა გამოაცხადოს კონკურის და კანდიდატურასთან აუცილებლად უნდა ჩაატაროს გასაუბრება ღია , გამჭვირვალე. შემდგომ საკონსულტაციო ჯგუფმა  უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელსაც წარუდგენს საბჭოს, ამას ექნება სარეკომენდაციო ხასიათი,  მაგრამ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოსაზრება საბჭოსთვის უნდა იყოს ანგარიშგასაწევი. თუ საბჭოს წევრები ამ პრინციპებს მხარს დაუჭერენ ვფიქრობ, ეს იქნება სასამართლოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი,“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები