30 ივნისი 2024,   11:45
ვრცლად
შრომის ახალი კანონი - ბუდაპეშტში მასშტაბური აქციები იმართება 

უნგრეთში შრომის ახალ კანონს აპროტესტებენ. ბუდაპეშტის ცენტრში 10 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მათ მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმართულებით მოაწყეს.

აქცია ბოლო ერთ კვირაში რიგით მეოთხე იყო და მასში ოპოზიციური პარტიები, სტუდენტური მოძრაობები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. დემონსტრანტებს პარლამენტის შენობასთან პროფკავშირების წევრებიც შეუერთდნენ.

შრომის ახალი კანონი უფლებას ანიჭებს დამსაქმებლებს სამუშაო დრო 400 საათით გაზარდონ. რის გამოც მას, მონების კანონი უწოდეს.

დღის ამბები