ფოთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს შავი ზღვის ქუჩაზე გზა გადაკეტეს, სადაც მოძრაობა რამდენი წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ერთ სახლში სადაც სახურავი მთლიანად ჩაინგრა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება უახლოეს დღეებში გაეწევათ.