გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან. გრიგოლ ვაშაძე და თინათინ ბოკუჩავა ომბუდსმენს ინფორმაციას გუშინ სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აწვდიან.
ნინო ლომჯარიამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა და სამართალდამცავებს მოუწოდა, საშუალება მიეცათ აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოეყენებინათ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერებთან ერთად, თელავში არ შეუშვეს. მათ პოლიციამ გზა რამდენიმე მონაკვეთზე გადაუკეტა. სოფელ ველისციხესთან მისულ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ადგილზე მორიგი ბარიკადები დახვდათ.
აქციის მონაწილეები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ საპატრულო მანქანების სავალი გზიდან გადაწევას. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.