მწვავე დაპირისპირება და ხმაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის განხილვა, თითქმის, ორი საათის განმავლობაში კამათისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის ინიციატივას მოყვა, რომელიც მოითხოვდა ცვლილებებს საბჭოს რეგლამენტში. ნაზი ჯანეზაშვილის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის პროცესს ეს პროექტი უფრო გამჭვირვალეს გახდის.
ინიციატივის ავტორის აზრით, გამჭვირვალობას უზრუნველყოფს 7 კაციანი საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც ასევე კანდიდატების შერჩევის პროცესში ჩაერთვება.
ერთადერთი წევრი, ვინც მხარი დაუჭირა ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, ანა დოლიძე იყო.
ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, დღეს კენჭი არ უყარეს და არც გადაავადეს.
პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი, რომელმაც ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი