14 წლის მოზარდი დანის გამოყენების მუქარით დააყაჩაღეს. შემთხვევა თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში დღისით მოხდა.
ქუჩაში მიმავალი არასრულწლოვანი რამდენიმე პირმა გააჩერა და მობილური ტელეფონი წაართვა. მოზარდი პოლიციაში უკვე გამოკითხეს.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.