საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ირანის ელჩმა პირველი კომენტარი გააკეთა.
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა საელჩოში მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მოქალაქეებმა კანონით გათვალისწინებული რეგულაციები უნდა დაიცვან. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობები შენარჩუნებული უნდა იყოს.
„სტატისტიკურად ზუსტი ინფორმაცია თუ რამდენი ირანელი გააბრუნეს საქართველოდან უკან, არ გვაქვს, თუმცა სხვა და სხვა მედია საშუალებებიდან ყოველდღიურად ვიგებდით ამის შესახებ.
იყო შემთხვევები, როდესაც ერთხელ ათი ირანელი გააბრუნეს, მეორედ - ოცი, ასევე ორმოცამდე ადამიანიც გაბრუნებულა საზღვრის სხვა და სხვა გამშვები პუნქტებიდან. მათ ქვეყანაში არშემოშვებას თითქოს ერთგვარი ორგანიზებული ხასიათი აქვს, თითქოს ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი,“ - აცხადებს სეიდ ჯავად ყავამშაჰიდი.