ზაზა სარალიძეს მანდატურებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ინციდენტი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ზაზა სარალიძის გაღიზიანება იმ ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს.
მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის პროკურორს. მანდატურებმა სარალიძეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.
„რას ჰქვია მიწინაურებთ პროკურორს, შ.. ხომ არ გაქვთ, თქვენი დ... მ.... ჩემი შვილის მკვლელები გარეთ არიან და აწინაურებთ ხალხს. ფუ თქვენი დე.. შევ... მიდი ყველას დააწინაურეთ , მკვლელები დააწინაურეთ! იმის მაგივრად, რომ ხალხი პასუხისგებაში მისცენ, აწინაურებენ. რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკო. იმედა გუგუშვილი, რომელიც იყო ზვიად ფხაკაძის გვერდშიო მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც აყალბებდა აქტიურად ჩემი შვილის საქმეს და მფარველობდა მკვლელებს, დააწინაურესო ეგ ინფორმაცია გავიგე ახლა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პროკურორ იმედა გუგუშვილის დაწინაურებას არ ადასტურებენ მთავარ პროკურატურაში. საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე კი აცხადებს, რომ მან არ იცის დააწინაურეს თუ არა მისი კოლეგა და ამასთან ეს საქმესთან კავშირში არ არის.
რაც შეეხება მოზრდების მკვლელობის საქმეს - ე.წ. ხორავას საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაცვის მხარე დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს, საუბარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისაზე დაკითხული მოწმეების ვიდო-აუდიო ჩანაწერების დართვაზე.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი