17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
პაატა ბურჭულაძემ სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში იმღერა - მსოფლიო ბანის გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა 

ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ  სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის იური ტემირკანოვის საიუბილეო გალა-კონცერტზე იმღერა.

კონცერტი 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგის დიმიტრი შოსტკაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა და მას ვლადიმერ პუტინის მეთაურობით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბურჭულაძის გამოსვლას თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. განცხადებები გაერთიანებული ოპოზიციაშიც გაკეთდა.

მათი თქმით, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მწუხარებას გამოთქვამენ, თუკი ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად  ჰქონდა.

„მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის იმ რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალი, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს დავითაია.

დღის ამბები