ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ ცნო.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს.
გურამ დონაძეს პატიმრობა 5 წლითა და 3 თვით მიესაჯა. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახედ 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლისა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯათ.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრა. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.