ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით კმაყოფილები არიან. სოსო რობაქიძე ამბობს, რომ ძალიან მალე დაიწყება კიდევ ერთ ეპიზოდზე სასამართლო პროცესები, რომლის დასასრულიც ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯა იქნება.
„რასაც დონაძე აკეთებდა ორი დღის განმავლობაში და რუთავი 2-მა როგორ წვალობს ჩემი შვილი რომ კვდება აჩვენა, მარტო მაგიტომ ეკუთვნოდა დონაძეს ეგ სროკი.
გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქა. მაქსიმუმი მისცა მოსამართლემ.. ახლა ვნახოთ მეორე საქმე დაიწყება მალე და ალბათ იმათაც მალე მიესჯებათ, ზოგი ჩინოვნიკია დღეს, ზოგი ყოფილი ჩინოვნიკია, ძალიან მალე მათაც დაედებათ ბორკილები თქვენს თვალწინ,“-ამბობს რობაქიძე.
ბუტა რობაქიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. მისი თქმით, მოსამართლემ უმაღლესი სასჯელი მიუსაჯა ყველა მაღალჩინოსანს, უბრალოდ, შთანთქმა მოხდა ამნისტირებული მუხლების.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს. ნამდვილად სამართლიანი იყო და აქ რაც მოაწყვეს, წივილი-კივილი მინდა მათ ვუთხრა, ნეტა ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, თუნდაც ოცი წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს“-ამბობს ია მეტრეველი.