სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციაში ამბობენ, ბოლო დღეების განმავლობაში მათ სუს-ი უთვალთვალებს და აკონტროლებს, მაგრამ ეს ასე არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ოპოზიციას ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
"არანაირი საგანგებო რეჟიმი, რა თქმა უნდა, არ არის. ბატონმა მელიამ რომ განაცხადა, სუს-ის თანამშრომლები არიანო, ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მათი ხელმძღვანელი მოვიდა და თქვა, რომ ესენი ჩვენი თანამშრომლები არიან, არ არიან უსაფრთხოების თანამშრომლებიო. ჩვენ ჩართულები არ ვიყავით, ეს დაკავება იყო თუ… ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა ეს დაბრალება-გადაბრალება, რომ სუს-ი გვითვალთვალებს, სუს-ი გვისმენს, სუს-ი დაგვყვება, თუმცა, არც ერთი ფაქტი არ დაუდიათ," - აღნიშნა სუს-ის უფროსმა.