17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან და პრეზიდენტის დუმილი - სალომე ზურაბიშვილმა მედიის არც ერთ კითხვას არ უპასუხა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში დროებით ოთახს დაიკავებს. ახალ სასახლეში პრეზიდენტის ფლიგელი ჯერ მზად არ არის, ამიტომ პრეზიდენტი დროებით კაბინეტში იმუშავებს, სადაც დღეს მას მხოლოდ მაგიდა, სკამი, დროშები და გერბი დაახვედრეს.

დროებით ოთახში ზურაბიშვილი ორ თვეს გაატარებს, შემდეგ კი საპრეზიდენტო აპარტამენტებში გადავა.

პრეზიდენტის რანგში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა დღეს სწორედ ათონელის რეზიდენციაში შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.

მან დღეს მხოლოდ სასახლის სამი ახალი მაღალჩინოსნის ვინაობა დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს, საპარლამენტო მდივნის პოსტს დიმიტრი გაბუნია დაიკავებს. პრესსამსახურს კი ნათია პავლიაშვილი უხელმძღვანელებს.

მარგველაშვილის გუნდიდან ზურაბიშვილთან მუშაობას გააგრძელებს სოფო ჯაჯანაშვილი. ადმინისტრაციის ფინანსური სამსახურის უფროსი, თამარ გოდერძიშვილი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კობა ედილაშვილი.

პრეზიდენტის ახალ სასახლეში ავეჯს ძველი სასახლიდან გადმოიტანენ.

რა ბედი ეწევა მეოთხე პრეზიდენტის კაბინეტის საპრეზიდენტო ავეჯს, რომელიც გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაუტოვა, უცნობია.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ღამარ სურგულაძე

დღის ამბები