17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
"ხელისუფლებას აქვს ახლა ერთადერთი გზავნილი - გვეუბნებიან, თუ არ ხარ ჩემიანი, ზონდერებს მოგისევ" - ნიკა მელია

დავით კირკიტაძის დაკავების მოტივებზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კიდევ ერთხელ საუბრობენ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ იმ დანაშაულებების კასკადის ფონზე, რომელიც სოფელ ველისციხესთან ხელისუფლებამ ჩაიდინა და ოპოზიციას, მხარდამჭერებთან ერთად, არ მისცა საშუალება, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება განეხორციელებინა, ახლა ცდილობს, როგორმე თავი იმართლოს.

ნიკა მელიას თქმით, დავით კირკიტაძის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი ჩადენილი დანაშაული ოპოზიციას გადააბრალოს.

„ხელისუფლებას აქვს ახლა ერთადერთი გზავნილი და ცდილობს, თავი იმართლოს, რომ თითქოს, დავით კირკიტაძე თავს დაესხა პოლიციას. ჩვენ გზა არ გადაგვიღობეს პოლიციელებმა, ჩვენ გზა გადაგვიღობეს დამნაშავეებმა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა. ნიკა მელიას თქმით, მაშინ, როდესაც თავს გესხმიან, ადამიანი იცავ თავს და იგივე მოხდა ველისციხეშიც და კირკიტაძის შემთხვევაშიც.

„რეალურად გვეუბნებიან, რომ, თუ დაგჭრი, თავდამსხმელს არ დავსჯი. ვიხილეთ ახალქალაქი, ვიხილეთ ონი. თუ არ ხარ ჩემიანი, ზონდერებს მოგისევ, კორცხელი იხილეთ. თუ გაილახები, არ დავსჯი თავდამსხმელებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ნიკა მელია, ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას ის და მისი თანაგუნდელები არ აპირებენ. 

დღის ამბები