17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
„აბსოლუტურად უკანონობაში არიან გადასულები, ჩვენ ამას არ შევეგუებით, ესაა ჩვენი პასუხი“ - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ლიდერების დაკავებები გაგრძელდეს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, დავთ კირკიტაძის შემდეგ, ოპოზიციის სხვა წევრებიც დააკავონ.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის პროცესები, რომელიც სოფელ ველისციხესთან ვითარდებოდა. გიორგი ვაშაძის თქმით პოლიციამ ცალსახად დაარღვია კანონი.

„აბსოლუტურად უკანონობაში არიან გადასულები. პოლიციის ფორმა და შეიარაღება იმიტომ კი არ აქვს პოლიციას, რომ, რაც უნდა, ის გააკეთოს? იმიტომ აქვს, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე მოქალაქეს. იმიტომ, რომ მან უნდა დაიცვას კანონი პირველ რიგში თვითონ და მერე უნდა მოსთხოვოს სხვას კანონის დაცვა. და აქ ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, რომ კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან, რომ კანონი შენ დაარღვიეო. აი, ამ არაადეკვატურ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ესაა ჩვენი პასუხი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები