17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
„პოლიციამ გადადგა უკანონო ნაბიჯი, ამას მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება და დღეს გვყავს ბრალდებულად კირკიტაძე“ - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრი დაიბარა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება პასუხისმგებელია იმ დარღვევებზე, რომელიც დაფიქსირდა, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს.

დეპუტატი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებს, რომელზეც რეაგირება სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ მოახდინეს, შესაბამისად, გიორგი გახარიას მოუწევს საპარლამენტო უმცირესობის კითხვებზე პასუხის გაცემა.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ოთარ კახიძეს თქმით, ევროპულ საქართველოს კითხვები ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზებზეც აქვს.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ზუგდიდის შტაბს ხელმძღვანელობდა სწორედ გიორგი გახარია და ის ვალდებულია, პასუხები გასცეს კითხვებს.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაკავებას, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პოლიციის მიერ იქნა კანონი დარღვეული სოფელ ველისციხეში.  

„პროტესტი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ამ პროტესტის გამოსახატად წავიდა ადამიანთა ჯგუფი და ამ ჯგუფს უკანონოდ გადაუკეტა გზა  პოლიციამ. და ეს მინდა, ცალსახად ითქვას, რომ უკანონო ნაბიჯი იყო, ამას მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება და დღეს გვყავს ბრალდებულად კირკიტაძე. ზოგადად პოლიციასთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება არის ჩემთვის მიუღებელი იმიტომ, რომ ვთვლი, რომ პოლიციას, თუნდაც, მას უკანონო ბრძანებას აძლევდნენ, მაინც უნდა ვცეთ პატივი. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. თუმცა, ქართული ოცნება სულაც არ თვლის ასე. ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ კორცხელის ინციდენტის დროს ოცნების მიერ გაგზავნილმა სპორტსმენებმა სცემეს ორ პოლიციელს და ისინი ამისთვის არ დასჯიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები