საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ის პირები, ვინც არჩევნების დღეს გაყალბებაში მონაწილეობდა, არ დაისჯებიან.
თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ამ გზით ხელისულება დააშინებს იმ ხალხს, ვინც რეალურად 2020 წელსაც დაჭირდება. ექსპერტი გამოსავალს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაში ხედავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდეს კამერები.
მან პარალელები შევარდნაძის მმართველობასთან გაავლო და განაცხადა, რომ დღესაც ხდება იგივე პრინციპის დაცვა, რომ რეაქცია ყველა სამართალდარღვევაზე იყო ნული.
„რეაქცია იყო წერე და იკითხე და წერე და იკითხე, საბოლოო ჯამში, მთავრდება ძალიან ცუდი რაღაცით, რაც მე არ მინდა - რევოლუციით,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ, თუ საქმე მივა იქამდე, რომ საქართველო კვლავ დაემსგავსება 2003 წლის საქართველოს, მაშინ გარდაუვალი პროცესები დაიწყება.