17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
"ძალის დემონსტრირებასთან ერთად, ხელისუფლებას უნდა, რომ შექმნას რევოლუციის აჩრდილი, რომელიც დაამარცხა" - შოთა უტიაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება. შოთა უტიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ გზით ოპოზიციის დაშინებას ვერ შეძლებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა არჩევანი არა აქვთ, მიდიან რეპრესიების გზაზე.

შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ სიტუაციის ნორმალიზებისთვის ოცნებამ უნდა გამოიძიოს კონკრეტული სამართალდარღვევები, თუმცა, ხელისუფლებას ამის სურვილი არა აქვს.

შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ,ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდია და ეს არჩევნებზეც აისახა, რადგან მას დასჭირდა მოსყიდვა და გაყალბება.

„ტენდენციები ხელისუფლებისთვის არის ცუდი. ცუდია, რომ ოპოზიციამ ამდენი ხმა აიღო. ცუდია, რომ მათ დასჭირდათ ღია გაყალბება. ეს იყო არჩევნები, როდესაც საჯარო მოხელეებმა, მოქალაქეებმა თავის თავზე იგრძნეს მთავრობის ზეწოლა,“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება ქმნის რევოლუციის მოლოდინებს.

"გარდა იმისა, რომ ძალის დემონსტრირება უნდათ, მეორე არის ის, რომ ცდილობენ, რომ შექმნან ქვეყანაში რაღაც რევოლუციის აჩრდილი და შემდეგ წარმატებით დაამარცხონ რევოლუციის აჩრდილი, როდესაც რეალურად აჩრდილი არ არსებობს,“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ სიტუაციაში უნდა იყოს კიდევ უფრო მშვიდი და კონსტრუქციული, რადგან ახლა პროცესები გადის მორალური უპირატესობის მოპოვებაზე. 

დღის ამბები