პარიზელმა სანტამ მარხილი და ირმები მყვინთავის აღჭურვილობაში გადაცვალა და ქალაქის აკვარიუმში სტუმარ ბავშვებს სანახაობა მოუწყო. სანტა თევზებს შორის დაცურავდა და მათ საჭმელსაც უყრიდა, რაც პატარა ვიზიტორებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.
ბავშვების მთავარი გმირი აკვარიუმს 24 დეკემბერს დატოვებს, თუმცა ამით საახალწლო შოუ არ დასრულდება. აკვარიუმში მას ქალთევზა ჩაანაცვლებს. პარიზის აკვარიუმი ეიფელის კოშკთან ახლოს მდებარეობს და ერთთვიანი საპროტესტო გამოსვლების გამო, მას შედარებით ნაკლები დამთვალიერებელი სტუმრობს.