17 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ძალიან მეგობრული შეხვედრა" - ბესელია მის სამუშაო ოთახში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ჯერ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის, მოგვიანებით კი ეკა ბესელიას კაბინეტს სტუმრობდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე "კურიერის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა, მან თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა. 

მეხუთე პრეზიდენტის ვიზიტზე საპარალემნტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრა მეგობრული იყო და ბევრი საკითხი განიხილეს.  

„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. როცა, ქალბატონი სალომე დეპუტატი იყო, ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო მისი სამუშაო ოთხი, ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი ეს არის მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი,“-ამბობს ბესელია.

დღის ამბები