ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად წავიდა. ზაზა სარალიძემ სიონის ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა.
სარალიძისა და პატრიარქის საუბრის თემა, სავარაუდოდ, დავით სარალიძის ამ დრომდე გამოუძიებელ საქმე იქნება.
პატრიარქმა ქადაგების დროს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე შვილის სიკვდილის შემდეგ დღეს პირველად ეზიარა.
„ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა შვილი თავისი საყვარელი და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა. ეს, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს,“ - აღნიშნა ილია მეორემ.