სახალხო დამცველი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ნინო ლომჯარია, სოფელ ხურვალეთში, საერთაშორისო კონფერენცია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“-ს მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები რუსული ანექსიის პირობებში.
დელეგაციის წევრები 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.