ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორე შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
ზაზა სარალიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ კონკრეტულად ხორავას ქუჩის საქმეზე არ უსაუბრიათ და სარალიძის თქმით, მათი შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით მოხდა.
„შეხვედრა არ ყოფილა საქმიდან გამომდინარე. წირვაზე დამპატიჟა თავად პატრიარქმა, სადაც მივიღე მისი კურთხევით ზიარება, ეს იყო პირველი ზიარება ჩემს ცხოვრებაში. ამ ზიარების შემდეგ დამპატიჟა სადილად თავისთან საპატრიარქოში და ვიყავი. მეტი განსაკუთრებულად ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.