17 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
სასტიკად ნაცემი სამხედრო - ოჯახი პოლკოვნიკ ბიბინიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ნაცემმა რეკრუტმა დავით ბერიშვილმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა. ჯარისკაცი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებს. სამხედრო მომსახურე, ჰოსპიტალში ტვინის შერყევით და სხეულზე სხვადასხვა დაბეჟილობით აღმოჩნდა.

ბერიშვილი ობიექტურ გამოძიებას და ალგეთის ბაზაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოვლენას ითხოვს.

„პოლკოვნიკი ბიბინიძე.. მე უფროსმა სერჟანტმა შემიყვანა კაბინეტში მაგასთან და ფიზიკური შეურაცხყოფით, ცემით გამომიშვეს იქიდან.

ჯარისკაცი ხმაურობდა ძალიან. მე ვუთხარი ჯარისკაცს, ჩემს თანამებრძოლს, რომ გაჩერებულიყო. ის აგრესიულად მომმართავდა მე, მე არ ამომიღია ხმა. იმან ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენა. ის პიროვნება ალგეთის ბაზაზეა და მე რომ წამოვედი მითხრეს, რომ იმას მეორე დღეს გამოუშვებდნენ. არ გამოუშვიათ“- ამბობს დაზარალებული.

რეკრუტის ოჯახის თქმით, ვიცე პოლკოვნიკ ბიბინიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან ის სამხედროებს ფიზიკურად უსწოდება

„თუკი ის პიროვნება ასე გააგრძელებს, რომ ასე სცემოს კონტრაქტორები, მაშინ უნდა დატოვოს თანამდებობა... დისციპლინა ევალებათ მათ და ცემა ეს დისციპლინა არ არის, - აცხადებს ბერიშვილის დედა თამარ ბერიშვილი.

სასტიკად ნაცემი სამხედრო "რუსთავი 2"-ში დახმარების სათხოვნელად 17 დეკემბერს მოვიდა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დავით ბერიშვილის თქმით, პოლკოვნიკი ბიბინიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და ალგეთის ბაზიდან მისთვის სასურველი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გამოუშვა.

დღის ამბები