ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული მამუკა უსინაშვილისა და გოჩა მაისურაძის თანასოფლელებმა სოფელ ველისციხის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან იმ ფონზე, როცა მათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მაისურაძესა და უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის შოთა დალაქიშვილის ცემას ედავება, რომელსაც ყბის ძვალი აქვს გატეხილი და გურჯაანის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
ორივე მათგანი პოლიციამ გუშინ დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.