17 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება - ცვლილებების პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება

სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდება. ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მსგავს შემთხვევაზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს, სამუშაო გარემოში შევიწროების შემთხვევებს კი სახალხო დამცველის ოფისი შეისწავლის.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გენდერული თანასწორობის საბჭომ უკვე მიმართა. ინიციატივა სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ ცვლილებებს მოიცავს, რომელსაც საბჭო უკვე კანონპროექტად დაარეგისტრირებს.

უხამსი ხუმრობა, მიშტერება, სტვენა, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა - ასეთ ტერმინები ახალ კანონში არ იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიციას, რომელიც პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით ერთი წლის წინ შევიდა, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ასეთ ტერმინებს ახალი ინიციატივა არ იყენებს. სექსუალური შევიწროება ახლა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისადაა ჩამოყალიბებული.

კონკრეტულად კი, ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-40 მუხლი განმარტავს: სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გარემოს.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევაში ერთვება პოლიცია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუმცა ფაქტის დამტკიცება ადვილი არ იქნება. სექსუალური შევიწროების შემთხვევებში ვერ ამოიღებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რაც მტკიცებულებების შეგროვების პროცესს გაართულებს.

დანაშაულის დამტკიცების შემდეგ დამრღვევი შესაძლოა 300-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფუნქციების დამატების გამო პოლიციელების გადამზადებასაც აპირებენ.

 

დღის ამბები